www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018-11-13
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია
რუმინეთის დედაქალაქ  ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე,  საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კილოგრამ წონითი კატეგორია) მორიგ, დიდ წარმატებას მიაღწია. ხობელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში, რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 3-2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნუგზარ წურწუმიას ჭიდაობას მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხობელ გულშემატკივრებთან ერთად  ადევნებდა თვალს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ ფალავანს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ ამ დიდ წარმატებას.
 
2018-11-13
ხობში, საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ხობის, ფოთის, სენაკის და აბაშის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში 128 მოსწავლეს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2018 წელს, პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ღონისძიება ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.