www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018-11-23
მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება ბილიარდში
19-23 ნოემბერს საბილიარდე კლუბ „მიხეილში“ , აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება გაიმართა. 32 მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჭაბუკთა შორის გამარჯვებული გიგა საბეკია გახდა, ხოლო უფროსებში პირველობა ედიკა კვიკვინიამ  მოიპოვა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
 სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მიხეილ იოსავას ოჯახის წევრები და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
შეჯიბრება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.