www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018-11-24
მოქალაქეებს სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ

24 ნოემბერს, ს.ს. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხობის ჰოსპიტალში აქცია გაიმართა. პაციენტებს ოფთალმოლოგის, ქირურგის, ნეფროლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის და ტრამვატოლოგის კონსულტაცია უფასოდ გაეწიათ. მოქალაქეებს, ასევე ჩაუტარდათ PAP და PSA ლაბორატორიული კვლევები.

აქციის მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაეცნო.

მსგავსი ტიპის აქციები ხობის მუნიციპალიტეტში პერიოდულად გაიმართება.

Facebook