www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2018-12-07
სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ცნობიერების ამაღლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის და მათ მიმართ ცნობიერების ამაღლების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ თანამშრომლებმა ბავშვის განათლებისა და განვითარების უფლებების დაცვის აუცილებლობის, განათლების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში მშობლის/მეურვის პასუხისმგებლობის, საზოგადოების წინაშე არსებული რისკების შესახებ ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას საგანმანათლებლო სფეროს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.