www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 

2018-02-09
არასამთავრობო ორგანიზაციამ მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა დაამონტაჟა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში  პროექტს - „საქართველოს რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით”  ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად, საჯიჯაოს საბავშვო ბაღში, ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ოთხ ოჯახში) დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი კოლექტორი. ხოლო, ხეთის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა.
 ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავდნენ და მათ, პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე აწვდიდნენ ინფორმაციას.
„მწვანე მომავალი“ პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.