www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-12
ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი

12 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა 10 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი შუა ხორგის სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი ჭალადიდის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს. ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს და პრიზიორ გუნდებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

2018-04-12
ხობის „კოლხეთის“ მორიგი გამარჯვება
12 აპრილს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის VII ტურის მატჩში ხობის „კოლხეთმა“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა (1-0 გიორგი ცაგარეიშვილი, 2-0 გიორგი ჭედია, 2-1 გოგიტა ჩინბა). მორიგ მატჩს, ხობის “კოლხეთი”, 23 აპრილს, სტუმრად დუშეთის „არაგვთან“ გამართავს. საფეხბურთო მატჩს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
 
 
2018-04-12
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია ეხმარება
▶ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდის სავალი ნაწილს რეაბილიტაცია დასრულდა 
▶შპს “ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებმა წაქცეული ხეებისაგან გაწმინდეს ქუჩები და გზის სავალი ნაწილი 
▶კომისიამ შეისწავლა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების მდგომარეობა და სამ ოჯახს გადაერიცხება თანხა 
▶მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ
2018-04-12
ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროექტი იწყება

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის N725 განკარგულების შესაბამისად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულიწყუს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს. ამავე განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვა საპროექტო სამუშაოების ნებართვის გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება. საქართველოს მთავრობამ 2017 წელს განახორციელა ხეთისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულების გაზიფიცირება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით 6300-მდე მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლოს შესაძლებლობა მიეცა.