www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-21
პატარა ფოთში გზის რეაბილიტაცია სრულდება
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
 ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1.118.793 ლარს შეადგენს (I ეტაპი -817054 ლარი; II ეტაპი - 301739 ლარი).
გზა, რომელიც სოფელს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
პროექტი უახლოეს დღეებში დასრულდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
 
2018-04-21
შეხვედრა თემაზე - „ციფრული წიგნიერება და ელექტრონული ბიზნესი“
21 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში თემაზე: „ციფრული წიგნიერება და ელექტრონული ბიზნესი“ შეხვედრა გაიმართა.
 სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მეწარმეებთან ციფრული წიგნიერების, მარკეტინგის, ელექტრონული კომერციის და ელექტრონული მმართველობის საკითხებზე ისაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრის ბოლო,  მონაწილეებს გადაეცათ უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ისარგებლონ ფართოზოლოვანი ინტერნეტით, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
შეხვედრას ადგილობრივი მეწარმეები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.