www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-24
ოფთალმიჯის“ექიმები გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებენ

1 მაისს, ქალაქ ხობს, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმები ეწვევიან და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ.

დაინტერესებული პირები 11 საათიდან უნდა მიბრძანდნენ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში“.

ოფთალმოლოგიურ გამოკვლევები ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

2018-04-24
ქალაქ ხობში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ქალაქ ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების კეთილმოწყობა (გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია) მიმდინარეობს. ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
პროექტი, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარაგზა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს, 26 მაისის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ფიროსმანის, იონა მეუნარგიას, ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი), ილია ჭავჭავაძისა და გიორგი ჭყონდიდელის დამაკავშირებელი ქუჩების და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია. გზების რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.