www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-12
მერიაში საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა „ხობის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიის წევრებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მერიაში საკუთრების უფლების აღიარებაზე შემოსულია 2300 განცხადება, ხოლო მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე 1400 კორესპონდენცია.
 
2018-06-12
ტრენინგი თემაზე - „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა თემაზე - „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ჩაატარეს.
     2014 წლიდან, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ახორციელებს პროექტს „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
   ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

2018-06-12
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახალგაზრდულ ცენტრში

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდულ ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ და „World Vision“-ის გერმანიის ოფისის წარმომადგენლები. ორგანიზაციების თანამშრომლებმა პროექტის - „ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)” ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World Vision-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საჯარო სკოლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო ალბომი ხილეთ ფეისბუქ გვერდზე