ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. რამადან - ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
რამადან ბაირამი, (იგივე: ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.
შავღელეს მცხოვრებლებლებს დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ მიულოცეს.