www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-16
შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს - შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერის პირველ მოადგილესთან, ვარაზ გაბედავასთან ერთად გაეცნო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი  ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „NEW ROAD” აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები,  კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.

იხილეთ ფოტო ალბომი

2018-06-16
ფესტივალი - “ექო თოფუზი”

16 ივნისს, ხობის კულტურის სახლში ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდის“ და ა(ა)იპ „პერსონაჟის“ ორგანიზებითა ანიმაციური ფილმების ფესტივალი - “ექო თოფუზი” გაიმართა.

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებმა პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ანიმაციური ფილმის შექმნაზე იმუშავეს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთწუთიანი ფილმით ხობელი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ საკონკურსო პროგრამაში, კატეგორიაში „ექო თოფუზის“ უორქშოპებზე შექმნილი საუკეთესო ფილმი. 

ფესტივალის მხარადამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.

 საქართველოს რეგიონებში „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“. ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი ანიმატორები ატარებენ უორქშოპებს, იმართება ქუჩის მსვლელობა - „ბარაბანშოუ“. გარდა ამისა, ტარდება წამახალისებელი ვიქტორინები თემაზე ქართული ანიმაციის ისტორია. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფესტივალის პრიზებით. ასევე, იმართება საუკეთესო უცხოური და ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება. ქართულ ფილმებს ავტორები თავად წარუდგენენ მაყურებელს.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე

2018-06-16
დასრულდა ზვიად დათუაშვილის სახელობის პირველობა ფეხბურთში

16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფელმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საგვიჩიოელები გავიდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

ფოტო ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე