www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-18
საერთაშორისო კონფერენცია - „ღია პარლამენტის დღე“ გაიმართა

ღია მმართველობის გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა „საკანონმდებლო ღიაობის დღეს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეუერთდა. ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას. ღია პარლამენტის დღე გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობას დემოკრატიულ განვითარებაში და აღნიშნა საქართველოს მიღწევები ღია პარლამენტის პრინციპების დანერგვის გზაზე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა შეეხო საკანონმდებლო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას. მონაწილეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალ გზებზე, როგორიცაა მონაწილეობითი კანონშემოქმედება (crowdlaw) და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. მათ, ასევე განიხილეს საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში მიიღო. საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

FACEBOOK