www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-03
გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

3 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების - გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირში თორსა-დღვაბის, ხამისკურის, ქ. ხობის და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობენ. სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება 8 აგვისტოს, გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

FACEBOOK