www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-07
კომისია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია ხეთის, პირველი მაისის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას (500 – 4000 ლარის ფარგლებში) ითვალისწინებს.

2018 წელს, მუნიციპალური პროგრამით 10 ბენეფიციარზე გაიცა 23500 ლარი.

Facebook