www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-01
სოციალურად დაუცველ ცამეტ ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“  ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „გაეცი ტანსაცმელი“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ცამეტ ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა.

ქარიატის, პირველი მაისის, საჯიჯაოს, ნოჯიხევის და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში არასამთავრობო ორგანიზაციის ("ქალები სამართლიანობისთვის“) მიერ დაფუძნებული „ქალთა სახლი“  ფუნქციონირებს. „ქალთა სახლში“ სოფლად მცხოვრები ქალბატონები არიან გაწევრიანებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის მუნიციპალიტეტში აქტიურად საქმიანობს და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

FACEBOOK