www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-10
ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ შვიდ მოქალაქეს მოტობლოკები გადასცა

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით 7 ბენეფიციარს (მათ შორის 6 ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია) მოტობლოკები მისაბმელებით უსასყიდლოდ გადაეცა.

პროექტის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.

პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას; სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობას.

აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ექვსმა მოქალაქემ ისარგებლა და 18356 ლარის დაფინანსება მიიღო.

Facebook