www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-11
სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობს სტუმრობდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. სახელმწიფო რწმუნებულმა ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, ზემო ქვალონის მოსახლეობას შეხვდა და მათ, სოფლის მთავარი გზის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ა. მოწერელიამ მუნიციპალიტეტის ისტორიული და რეკრეციული ადგილები დაათვალიერა, ცნობილი ლოტბარისა და ქართული სიმღერის დიდი მოამაგის, ძუკუ ლოლუას სახელობის მეგრული სიმღერის მუზეუმს ესტუმრა და ცნობილ ლოტბართა შესახებ გამოფენილ მასალებს გაეცნო.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებთანაც. შეხვედრაზე რწმუნებულმა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, სადაც პირველმა პრეზიდენტმა უკანასკნელი დღეები გაატარა, მემორიალური სახლის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივა გააჟღერა.