www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-16
ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

16 ოქტომბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის XXIX ტურის მატჩში ხობის „კოლხეთმა“ ქედის „ბეთლემს“ უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. მორიგ მატჩს, ხობის “კოლხეთი”, 21 ოქტომბერს, სტუმრად ბორჯომის „ბორჯომთან“გამართავს.

2019-10-16
ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ

✔ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ
✔ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
✔შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებს
✔შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და შუა ხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ
✔შავღელეში ხულოს, ქედის და შუა ხევის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.
Facebook