www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-19
გოგა ბერაიას სახელობის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

საფეხბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  განხორციელდა.

Facebook

2019-04-19
ახალ ხიბულაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
 გენდერული თანასწორობისსაკითხებში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, თამუნა სიჭინავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, დისკრიმინაციის,  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე; ასევე   პრევენციის მექანიზმებზე და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.