www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2019-06-12
ქალაქ ხობში არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ხობში, ილია ჭავჭავაძის, ილია ვეკუას, იაკობ გოგებაშვილის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ. რკინაბეტონის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 105 000 ათას ლარამდე დაიხარჯება, ხოლო არხების გამტარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.

2019-06-12
მიმდინარეობს ზემო ქვალონის გზის რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4.4 - კილომეტრიანი გზის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 532 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,მიმდემი“ ახორციელებს. გზის მშენებლობის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერეს. ამორტიზებული გზა ხელს უშლიდა, როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

2019-06-12
ხობში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში სპექტაკლის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი რეჟისორმა მარინე ჯღარკავამ, ძმები გრიმების, ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით დადგა.

„ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ბავშვთა თეატრალური დასის მსახიობები ფერადი კოსტიუმებით, ცეკვებითა და ჯადოსნური ილეთებით გაჯერებული ზღაპრული სანახაობით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

 „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, მოგვითხრობს ლამაზსა და კეთილ ფიფქიაზე, ბოროტსა და სასტიკ დედინაცვალზე, მხიარულსა და სასაცილო ჯუჯებზე, მამაც უფლისწულზე და ჯადოსნურ სარკეზე. სპექტაკლში ზღაპრის პერსონაჟები ბავშვებს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის შესახებ მოუთხრობენ, სადაც როგორც ყოველთვის სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.

წარმოდგენის განმეორებითი ჩვენება კულტურის სახლში 13 ივნისს, 16 საათზე, გაიმართება.

Facebook

2019-06-12
18 ოჯახს სახურავის შესაკეთებელი მასალა გადაეცემა

ხობის მუნიციპალიტეტის მერია 18 ოჯახს სახურავის შესაკეთებელი სამშენებლო მასალებით დაეხმარება. სამშენებლო მასალების შეძენის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, ხელშეკრულება გაფორმდა და მეწარმე ბენეფიციარებს 31 აგვისტომდე მიაწვდის მასალას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით ეხმარება.