www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2019-08-17
ხობში ცენტრალური პარკი გაიხსნა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. პარკის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სახლში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხოლო დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლების, ჯგუფ „1/4“ და ლინდა ადამიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაიაა.
Facebook

 

2019-08-17
კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში

17 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ქობულეთის გუნდები მონაწილეობდნენ. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ახალსოფლის გუნდი გახდა. ახალსოფლელებმა ფინალში ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, პენალტების სერიაში 5-4 დაამარცხეს და კობა შუბითიძის სახელობის თასს დაეუფლნენ. ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

Facebook