Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

საჯიჯაო: საჯიჯაოს შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

საჯიჯაო

ფართობი - 3435 ჰა.

მოსახლეობა - 3340 ადამიანი.

შემავალი სოფლები: ზენი (თემის ცენტრი), ჯაპიშაქარი, ზუბი.

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 13 კმ.

 

საჯიჯაო ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უდიდესი თემია, მასში შედის სოფლები: გაღმა საჯიჯაო, ზენი, ჯაპიშაქარი, ზუბი. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 13 კმ-ით. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 40 მ-ზე. აქ კომლთა რაოდენობაა 991, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 3340-ს ითვლის. საჯიჯაოში ცხოვრობს შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ჭანტურია, თირქია, შამათავა, ახალაია, ქაჯაია, ზარანდია, შეროზია, სერგია, კილასონია, კვარაცხელია, კუჭავა, ნარსია, ნადარაია, ტყებუჩავა, ნოდია, ფოცხორაია, ნანეიშვილი, ლომაია ხუნჯუა, ლიპარტია, უბილავა, თუთბერიძე, ჩიქოვანი, გვასალია, ოკუჯავა, ალექსანდრია... სიმაღლე ზღვის დონიდან 40- დან 60 მეტრამდე მერყეობს, ჩამოედინება მდინარეები: ხობი, ჭანისწყალი, ზანა. ღელეები: პარტიკი, ოკურჩხალე, ცამღალი, მაღლაკანი, წიფურღალუ, ოღეჯეღალუ, მენჯღალუ, თხირღალუ, ჩხვილაღალუ, ნაწიარღალუ, გოჯოშღალუ.

საჯიჯაოში საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღია. ფუნქციონირებს კულტურის სახლი.

მოსახლეობა მისდევს: მემარცვლეობას და მესაქონლეობას. აქაურ მიწებზე კარგად ხარობს ჩაი, ტუნგო, დაფნა, თხილი, ციტრუსი....

ჯაპიშაქარში მოქმედებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დამდეგს ტარიელ დგებუაძის, ელგუჯა თირქიასა და ძმების: გოდერძი, ვეფხვია და ფელიქს კარაცხელიების შემწეობით ძველ ნაეკლესიარზე აშენდა.

 საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე გაღმა საჯიჯაოში 2 ეკლესია ფუნქციონირებდა, ორივე წმინდა გიორგის სახელობისა; ზენში მდგარა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, აქ ლოცულობდა და შესაწირი ბატკნით ამოდიოდა ის, ვისაც ეგრეთწოდებული „ხვამა“ ედო ვალად. მაგალითად, საგვარეულოს უფროსი უხუცესი კაცი იასონ სერგია ყოველ აღდგომის მეორე კვირას თავისი მოდგმის დასალოცად ათასნაირი სანოვაგითა და სანთლებით ამოვიდოდა და ზვარაკს სწირავდა ეკლესიას. ზენში ღელე პარტიკის მარჯვენა ნაპირზე დგას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რომელიც გვიან შუასაუკუნეებში ჩიჩუების საგვარეულოს ციხეს წარმოადგენდა. ცნობილი მეცნიერის პარმენ ზაქარაიას მიხედვით ძეგლი XVII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. გაღმა საჯიჯაოში პატარა გორაკზე მდინარე ზანის მარჯვენა ნაპირზე დგას მრგვალკოშკიანი ციხესიმაგრე, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული. ბორცვის ფერდობზე შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

მდინარე ხობს და ჭანისწყალს შორის ჭალაში ბია-საჯიჯაოს საზღვარზე არის ბუნებრივი შემაღლება, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 30 მეტრის დიამეტრის ხელოვნური შემაღლებაა, რომელსაც „ნაოხვამუს“ ეძახიან. იგი ძველკოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს, აქ არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ კოლხური თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნით თარიღდება. ამ ძეგლთან დასავლეთით ხუთასიოდე მეტრში მდინარე ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე და ღელე პარტიკის მარჯვენა ნაპირზე არის ადგილი, რომელსაც „იასონის ნახორი“ ჰქვია. აქაც ვიზუალურად შეიმჩნევა სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები. ხშირად არქეოლოგიური მასალა თავს იჩენს უშუალოდ მდინარის ნაპირებზე, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მდინარე ჭანისწყალი რეცხავს და შლის სანაპირო მიწებს.

საჯიჯაოელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ხობის რაიონის პირველი ხელმძღვანელი - პრეფექტი თენგიზ ქაჯაია, რომელიც თბილისის ომის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

საჯიჯაოელი გახლდათ დიდი მეცნიერი პლაზმური და ატომური ფიზიკის დარგში პროფესორი ილია ქვარცხავა. ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას, რომელიც ქართველმა მეცნიერმა შეისწავლა და შემდგომ ამერიკელმა მეცნიერმა მაკმილანმა დაადასტურა, ქვარცხავა-მაკმილანის ელექტრო-დინამიკური აჩქარების ეფექტი ეწოდა.

 

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - საჯიჯაო: