Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ქვემო ქვალონი: ქვემო ქვალონი

ადმინისტრაციული შენობა

ქვემო ქვალონი

ფართობი - 3726 ჰა

მოსახლეობა - 3240 ადამიანი.
შემავალი სოფლები: დურღენა (თემის ცენტრი), გიმოზგონჯილი, გვიმარონი, ბულიში, ჭითაუშკური.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 9 კმ

ქვემო ქვალონი ერთ-ერთი დიდი თემია ხობის მუნიციპალიტეტში. ლეგენდის მიხედვით ძველად, როდესაც ეს ტერიტორია უსახელო და დაუსახლებელი ყოფილა, ახლანდელი ზემო ქვალონის ტერიტორიაზე ეკლესიის მახლობლად მწყემსებს თეთრი ქვის საბადო აღმოუჩენიათ და ამ ადგილისთვის „ქუალონი“ დაურქმევიათ, რაც ქვიან ადგილს ნიშნავს.

ახლანდელი ქვალონის ტერიტორია გაუვალი ტყითა და ჭანჭყრობით ყოფილა დაფარული. როგორც ჩანს მის წარმოშობაზე და განვითარებაზე დადებითი როლი XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანამ ითამაშა. აქ პირველები დასახლებულან ნიკო თურქიას, ქუთულა ჭანტურიას, ბათაყვა ჭანტურიას, მიქელა ჭანტურიას და გლახუა გრიგოლიას ოჯახები.

თემი შედგება სოფლებისაგან:

გიმოზგონჯილი - ზღვის დონიდან  - 11 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 9 კმ.

ბულიში - მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო. ზღვის დონიდან - 10 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 8კმ.

 გვიმარონი - ზღვის დონიდან  - 70 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 12 კმ.

დურღენა - ზღვის დონიდან - 11 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 11 კმ. ჭითაუშკური - ზღვის დონიდან  - 25 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 6 კმ.

ქვალონის თემში ცხოვრობს 228 გვარის 957 კომლი, 3240 სული.

ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი.

მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას და მარცვლეული კულტურების მოყვანას. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს თხილი და რიგი სუბტროპიკული და ეთერზეთოვანი მცენარეებისა.

გავრცელებული გვარებია: ალანია, ჭანტურია, კიკალეიშვილი, გაბედავა, ოჩხიკიძე, გახარია, ლაგვილავა, ლაზარია, ცანავა, ძაძამია, ჯღარკავა, ლოლუა, შურღაია, აბშილავა, მესხია, კვირკველია, ლეფსაია, ალექსანდრია, ყალიჩავა, მეფარიშვილი, გაბელია, გვაძაბია, შენგელია, ცეკვაშვილი, მეფიშვილი, პაპავა, ლემონჯავა ...

წარმოშობით ქვალონელები არიან მეცნიერები: მიხეილ ალანია, ეკა დადიანი, თენგიზ ახალაია. 1997 წელს ქვალონელმა მერაბ ლაგვილავამ ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საინტერესო ტოპონიმებია: ღელეები: გიმოზგონჯილი, სონჯი, წკვიბსორო, ოჯიმოლეღალი, სანი, უჩაღალი, ჯაფხენჯი, ზღვაია, ოხვამეშღალი; დიხაგუძურო - ბორცვი; ტყეები: უდმური, ტები; სახნავი მიწები: ჭოხონა, ჯუხულური, ნოცხაკია. სადაღალი, ქურთანე. მინდვრები სახელწოდებით: კვაკვასქირი, პაპაშ დიხა, დურღენა;  ოხვამეკარი - უბანი რკინიგზის ხაზთან.

ქვემო ქვალონში ძალიან ბევრი არქეოლოგიური ძეგლია, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური მიწაზვინული დურღენაში, რომელსაც „გორსიოლოფირი“ ქვია, ეს ძეგლი მოცულობით ძალიან დიდია, იგი რამდენიმე ხელოვნური მიწაზვინულისაგან შედგება. ასევე ძალიან საინტერესოა ადგილი რომელსაც „ნანდეუ“ ჰქვია, იგი საკმაოდ დაზიანებულია მაგრამ ბორცვების შემაღლება მაინც შესამჩნევია. ფოთის მუზეუმში დაცულია ამ მუზეუმის დამაარსებელის ბესარიან გოგოლიშვილის მიერ შედგენილი კოლხეთის ისტორიული ძეგლების სქემატური რუკა, სადაც კარგად ჩანს, რომ ქვალონის ტერიტორიაზე ბევრი არქეოლოგიური ძეგლი ყოფილა. როგორც ჩანს XX საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანთა სამეურნეო საქმიანობამ ბევრი მათგანი წაშალა. ეს რომ ასეა, ამას მოწმობს, ის რომ ბევრგან ნახნავებში უხვად შეიმჩნევა ძველი პერიოდის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

 

ლიტერატურა:

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.


ასევე იხილე კატეგორიაში - ქვემო ქვალონი: