დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ვოკალის აკადემიის კვარტეტ ,,ოთხის’’ (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია) კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ჟიურის წევრები ესწრებოდნენ.
კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება.
28 აპრილს, კონკურს-ფესტივალ ,,ჰარიდას’’ დასკვნითი ღონისძიება - კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართება. საზეიმო ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.