Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

პატარა ფოთი: პატარა ფოთის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

პატარა ფოთი

ფართობი - 3250,35 ჰა.

მოსახლეობა - 1054 ადამიანი.

სოფლის ცენტრი - პატარა ფოთი.

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 20 კმ

 

პატარა ფოთი მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 20 კმ-ით. მისი ადგილობრივი სახელწოდებაა „ჭიჭე ფუთი“. მას სოფლის სტატუსი ჯერ კიდევ დავით დადიანის დროს XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჰქონია. აქ პირველი დასახლება ალბათ მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ფოთი თურქებმა დაიპყრეს. პატარა ფოთის ტერიტორიაზე ყანებში შეიმჩნევა განვითარებული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, არის აზრი და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძველი ქალაქი „ფაზისი“, პატარა ფოთ-საქორქიო და პალიასტომს შორის უნდა ყოფილიყო.

1934-1938 წლებში მარტვილის, ჭიათურისა და ვანის რაიონებიდან 40 კომლი ჩამოსახლებულა.

პატარა ფოთის სასოფლო საბჭო 1980 წელს ჩამოყალიბებულა, იმ დროს სოფელში სულ 55 კომლი, 277 სული ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად სოფელში 438 კომლი, 1054 სული ცხოვრობს.

2010 წელს პატარა ფოთს გამოეყო შავღელეს უბანი, რომელიც სოფლის სტატუსით ჩამოყალიბდა.

პატარა ფოთში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

გავრცელებული გვარებია: წულაია, ხურცილავა, ბჟალავა, ბართია, სილაგავა, ჯანჯღავა, ადამია, კოკაია, მოდებაძე, ბირკაია, ჭეჟია…

სოფლის ტერიტორიაზე საინტერესო ტოპონიმებია: ჩქონი - კუნძული რიონზე, ბაწარიონი -საძოვარი, კადალიონი - ჭაობი, ოორეში და წყონა - ჭაობი, ჩე ხიდე - ხიდი რიონზე, ცია - ღელე, წილური - სახნავები.

ძველი პატარა ფოთი - ერქვა ადგილს რიონის ნაპირზე დამბის შიგნით, ცხოვრობდნენ: ნაჭყებიები, კანდელაკები, ხოშტარიები, მესხიები, მირცხულავები, გაბესქირიები. ამჟამად ეს ადგილი დაცარიელებულია. ადრე აქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოქმედებდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

ამჟამად სოფელში მოქმედებს სამლოცველო, მღვდელმსახურებას ეწევა მღვდელი იოსებ ხურცილავა.

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა და მემარცვლეობა.

 

ლიტერატურა:

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.


ასევე იხილე კატეგორიაში - პატარა ფოთი: