www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge

რელიგია: ფოთისა და ხობის ეპარქია

 

ფოთისა და ხობის ეპარქია

(ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი)

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში

  

მისამართი: ქალაქი ფოთი ბარათაშვილის ქუჩა 
ტელეფონი: +995 493 22 21 00, +995 414 228031
ვებ გვერდი : www.potipazisi.ge

  1. ხობის მონასტერი სოფ.ნოჯიხევი
  2. ხეთის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. სოფ.ხეთა
  3. ჭალადიდის წმ.ნინოს სახელობის ეკლესია
  4.  ჯაპიშაქრის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია სოფ.საჯიჯაო

5. ხობის წმ. სამების სახელობის ეკლესია

    6. პირველ ხორგაში იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი გაიხსნა

     7. ხამისკურის  თემის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.

     8. პირველი მაისის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და    საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსი

 

ხობის მონასტერი

 

 აგებულია 13-14 სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა ნათელა.
ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები.
მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.
შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.  

ზემო ბიის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

ტაძარი დგას მაღალ-ლამაზ ბორცვზე, რომელსაც ``ოხვამეფერდს`` ეძახიან.
აგებულია 1847 წელს, განსაკუთრებული მორთულობა არ გააჩნია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იმართებოდა დღესასწაული, რომელსაც ხალხი ``მალანურობა``-ს უწოდებდა.

 

წმ. სოფიოს ეკლესია

ტაძარი ზველი ნაეკლესიარის ადგილას მე17-საუკუნის დამდეგს აუგიათ. ტაძრის ეზოში შემორჩენილია ძველი ტაძრის ჩუქურთმიანი ლოდები. რომელიც მე-11-მე-12 საუკუნეების ჩუქურთმების მსგავსია.
ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია, ეზო შემოზღუდულია გალავნით.

ჯეგეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი.

 

ტაძარი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც შედგება სამლოცველოსაგან, სასახლისა და გალავნისაგან. იგი ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე მდებარეობს. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა, აქ ხალხი განსაკუთრებულად აღნიშნავდა 23 აპრილს-გიორგობას.

წმ. კვირიკე სახელობის ეკლესია ``ჩეოხვამე``

მეცნიერების აზრით ეს ტაძარი მე-4-7 საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. იგი მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ცაიშელი მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანის ბრძანებით აღუდგენია ვინმე გერასიმე მღვდელ-მონაზონს. ტაძრის ირგვლივ კოლხური პერიოდის ნამოსახლარებია.

წმ. თევდორეს  სახელობის ეკლესია

ტაძარში დევს წარწერებიანი ქვა რომლის მიხედვითაც იგი 1820 წელს აუგიათ . ეკლესია სოფელ ხეთაში კორცხოს უბანში მდებარეობს.

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში 

 


ასევე იხილე კატეგორიაში - რელიგია: