დღეს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ხობში ტრადიციული ალილო გაიმართა. სადღესასწაულო მსვლელობა ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს გალობით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.