Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-01-23
ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ქალაქ ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 850 000 ლარს შეადგენს.

კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. 
 ამორტიზებული კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება. შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.