Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2018-01-29
ხობში, რეგიონული „ჰაბის“ პრეზენტაცია გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული „ჰაბის“ პრეზენტაცია გაიმართა. 
ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, საჯარო პოლიტიკის სფეროში ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას და ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტიც 5.07 მლნ ევროა (აქედან ევროკავშირის დაფინანსება 3.8 მლნ ევრო), განხორციელდება სხვადასხვა სახის, 110-ზე მეტი ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.