www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-03
შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე

 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პირველი ხორგის, შუა ხორგის, ქარიატის, ყულევის და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ. 
 შეხვედრებზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, მავნებლის განადგურების მექანიკურ ხერხებზე და შესაწამლი პრეპარატების გამოყენების წესზე ისაუბრეს.
 ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) განთავსება დასრულდა; სულ დამონტაჟდა 158 ერთეული ხაფანგი.
 მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.

2018-04-03
„ხობის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
3 აპრილს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა. 
2017-2018 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“, პატარა ფოთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თორნიკე მოდებაძე გახდა (91ქულა) . მეორე ადგილი ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე ჩხეიძემ (87 ქულა); ხოლო, მესამე ადგილი საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, გიორგი ჭანტურიამ (85 ქულა) დაიკავა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკე მოდებაძეს ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას.