www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-05
ქალაქ ხობში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების მოასფალტება მიმდინარეობს. 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს ქალაქ ხობში, ერეკლე მეორის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი, ხოლო დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ფიროსმანის, იონა მეუნარგიას, ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი) ქუჩებზე და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
2018-04-05
ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში საჩუქრები 120 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
2018-04-05
ერეკლე მეორის ქუჩაზე გზის მოასფალტება დასრულდა

ქალაქ ხობში, ერეკლე მეორის ქუჩაზე გზის მოასფალტება დასრულდა. დასრულებული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს, ქალაქ ხობში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ასფალტის საფარი დაიგება: 26 მაისის, ფიროსმანის, აღმაშენებლის ქუჩებზე (I და II ჩიხები) და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე 320 ათასი ლარი დაიხარჯება და შედეგად, მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
2018-04-05
ქალაქ ხობში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება
 ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე ნაპირდამცავი გაბიონი შენდება. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
✔70 მეტრ მანძილზე აშენდება გაბიონი
✔პროექტის ღირებულება 152400 ლარია
✔დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი
✔მშენებლობა აპრილის ბოლომდე დასრულდება
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარაგზამშენი    პირველი“ ახორციელებს.
საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების  (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.