www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-10
რეკომენდაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებებთან დაკავშირებით: ფაროსანას განადგურება შენობებში შესაძლებელია იმ სადეზინსექციო საშუალებებით (ინსექტიციდი), რომელთა გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ადამიანთა და შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობას - სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები და ა.შ. მფრინავი და მცოცავი მწერებისათვის; -სადეზინსექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბავშვების შენობებში არყოფნის პერიოდში; -სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს დამუშავებული ობიექტის დასუფთავება და განიავება -გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პრეპარატის თანმხლებ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დაიცავით გამოყენების წესები; ნებისმიერი სადეზინსექციო საშუალებების შენახვისა და გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა: -არ დაუშვათ სადეზინსექციო საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე; -აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს თამბაქოს მოწევა და საკვების/წყლის მიღება; -პრეპარატი უნდა ინახებოდეს გარეშე პირებისა და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; -დაუშვებელია პრეპარატის უმეთვალყურეოდ დატოვება; ქიმიური დეზინსექციის ჩატარებისას დეტალურად გაეცანით გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქციას და მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ უსაფრთოების წესებს; საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულებით დეზინსექციის ჩასატარებლად საქართველოში რეგისტრირებული და ნებადართული პრეპარატების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: http://www.ncdc.ge/Pages/User/d_o_c_u_m_e_n_t_s.aspx?ID=b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769 . აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ: 1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“ 2.,,K-Othrine SC 50“ 3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“ 4.,,დიხლოფოსი ეკო" 5.,,Insecticida Mugal Forte“ 6.„სახლის პროშკა გელი“ 7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“ 8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ 9.,,სოლფისანი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

2018-04-10
ძლიერმა ქარმა წუხელ ხობის მუნიციპალიტეტი დააზარალ
ძლიერმა ქარმახობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ქალაქ ხობში დაზიანებულია საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება საჯიჯაოს, ახალი ხიბულის და ხამისკურის   ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. დაზიანების ადგილებზე გასულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროულად აღუდგება.
ჭალადიდში,ხეთაში, ბიასა და ნოჯიხევში წაიქცა ხეები. “ხობი დასუფთავება და განათებას“ და ხობის სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა  წაქცეული ხეებისაგან გაწმინდეს გზის სავალი ნაწილი. ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა ხიდი, რის გამოც ქარიატის საჯარო სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი.
ნოჯიხევში გაზის მილს დაეცა გარე განათების ბოძი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.