www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2018-04-30
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ბუკია უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 21 მარტს გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) მონაწილეები შეაფასეს.

კანდიდატებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებათ.

2018-04-30
საგვიჩიოში ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. მაღალი გამავლობის ავტომობილზე დამონტაჟებული აპარატით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლის ტერიტორია.
✅ ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. 
1 მაისს, ძველი ხიბულის (2 ერთეული ტექნიკა), ზემო ქვალონის (2 ერთეული ტექნიკა) და ბიის (2 ერთეული ტექნიკა) ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმული ნისლის გამოყენებით დამუშავდება ტერიტორიები.
დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge