www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-01
ადგილების ჩამონათვალი, სადაც პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა იკრძალება
საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
 
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლიდან).
გამონაკლისები 
 
მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:
 
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
წინასწარი დაკავების იზოლატორში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
სამორინეში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
 
ტერმინთა განმარტებები 
 
კანონის მიხედვით შენობა-ნაგებობა განიმარტება შემდეგნაირად:
 
ნებისმიერი კონსტრუქცია, რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
 
ხოლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
 
ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად.
თამბაქოს ნაწარმი, რომლის მოწევაც იკრძალება, მოიცავს როგორც ტიპიურ სიგარეტებს, სიგარებს, სიგარილოებს და თუთუნს, ისე ელექტრონულ სიგარეტებს და ჩილიმსაც.
შენობა ნაგებობების შემთხვევაში - დაწესებულება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში - მისი მძღოლი, ვალდებულია თავის შენობა-ნაგებობაში/ტერიტორიაზე/ტრანსპორტში:
უზრუნველყოს  თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა;
არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება;
შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი;
არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი .
დამრღვევის მიერ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოებს;
 
ფიზიკური პირი ვალდებულია შეასრულოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები.
 
ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
 
ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით.
სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.
ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.
ამავე პერიოდიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.
 
2018-05-01
სპორტული ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“

ქალაქ ხობში, სპორტული ფესტივალი - „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა,  რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. ფესტივალის დებულების შესაბამისად  გამარჯვებულები გამოვლინდნენ სპორტის შემდეგ სახეობებში:

  კალათბურთი  3X3-ზე

 I ადგილი - ხობის N1 საჯარო სკოლა (გოგონები)

I ადგილი - ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა (ვაჟები)

    სპრინტში (60 მ.)

I ადგილი -  ლუკა გულუა, ხობის N2 საჯარო სკოლა

I ადგილი - ანი კვარაცხელია, ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა

   ჭადრაკი

I ადგილი -  ანა კვიკვინია, პირველი მაისის საჯარო სკოლა

I ადგილი - ნიკა დოლბაია, შუა ხორგის საჯარო სკოლა

 მინიფეხბურთი

 I ადგილი - ხობის N1 საჯარო სკოლა (გოგონები)

 I ადგილი - ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა (ვაჟები)

     გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც, 20-21-22 მაისს ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.

ფესტივალი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

2018-05-01
„ოფთალმიჯის“ ექიმებმა მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარეს

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულს, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმები ეწვივნენ და დასახლების მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარეს.

ხობის მუნიციპალიტეტში მსგავსი აქციები გაგრძელდება, კლინიკის ექიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვევიან და მოსახლეობას სხვადასხვა სახის გამოკვლევას უფასოდ, ადგილზე ჩაუტარებენ.

ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და კლინიკა „ოფთალმიჯის“ ურთიერთთანამშრომლობით ტარდება.

2018-05-01
ნუგზარ წურწუმია ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რუსი ვასილი ტოპოევი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნუგზარ წურწუმიას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე.

2018-05-01
მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
1 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერიის მოხელეებს და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და მოადგილე, მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
“30 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა დაიწყო. მაღალი გამავლობის ავტომობილზე დამონტაჟებული აპარატით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა სოფლის ტერიტორია.
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში. სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთი ტრაქტორი და 8 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს, მათ შორის - სამი ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო ხუთზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. როგორც მოგეხსენებათ, პირველ მაისს ძალაში შევიდა  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მუხლები. ცვლილების შესაბამისად  განისაზღვრა ადგილები, სადაც აკრძალულია თამბაქოს მოწევა. ამავე პერიოდიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. - აღნიშნა მერმა. 
შეხვედრის დასასრულს მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და მერის წარმომადგენლებისგან სხვადასხვა საკითხებზე მოისმინა ინფორმაცია და მათ აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.