ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „აგრო ხარება“ 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს. პროექტი, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პლანტაცია მოეწყობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და დამონტაჟდება თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. სამუშაოზე დასაქმებულია 70 ადგილობრივი მუშახელი.
ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
თანადაფინანსება ხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:
ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი
ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც ნერგების შეძენის , ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.ფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70% და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50%
სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღირებულების არაუმეტეს 50%-ს.(ვრცლად პროგრამის შესახებ იხ.ბმული:http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები, სამოქმედო გეგმა 2018-2019“.
„ღია მმართველობა საქართველოს“ პრიორიტეტული მიმართულებები აუდიტორიას, იუსტიციის სამინისტროს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და USAID-ს წარმომადგენლება გააცნეს.
ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია მონაწილეობდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა. დღემდე OGP-ის თავმჯდომარეები იყვნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციას საქართველო 2018 წლის ოქტომბრამდე დაიკავებს.
რუსთავში გამართულ საქართველოს ეროვნულ პირველობაზე კრივში, წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ანა ხუნჯუამ. ხობელმა მოკრივემ 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველობის გამარჯვებულს თასი, მედალი და სიგელი გადაეცა.
3 მაისს, ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში, „ნატოს დღეები 2018-ის“ ფარგლებში ნატოს კუთხე გაიხსნა; ხოლო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საზოგადოებრივ ცენტრს საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები გადასცა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ნატოს კუთხის გახსნას და საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელოს რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.