www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-04
ხობის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. დღეს, 3 მაისს, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ძველი ხიბულის, ბიის, ზემო ქვალონის, საგვიჩიოს და გურიფულის ტერიტორია. ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. 4 მაისს, ძველი ხიბულის, ზემო ქვალონის, ბიის, გურიფულის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმული ნისლის გამოყენებით ტერიტორიების დამუშავება ისევ განახლდება. დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე: parosana.ge

2018-05-04
მერი მოგზაურ ნოდარ ბერიძეს შეხვდა
ცნობილი ქართველი მოგზაური ნოდარ ბერიძე, რომელიც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობს, ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია და კულტურული ძეგლები დაათვალიერა. 
მოგზაურს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.
ველოსიპედით მოგზაურმა ევროპისა და აზიის 28 ქვეყანა მოიარა და ჯამში 40 ათასი კილომეტრი გაიარა.
ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ახორციელებს ველოტურს ,,სპორტი მშვიდობისათვის“, რომელშიც ნოდარ ბერიძე მონაწილეობს.
პროექტი მოიცავს ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 3500-ზე მეტ ქალაქსა და დაბას. იგი 850 დღე გაგრძელდება და მისი მანძილი დაახლოებით 50 000 კმ-ია. ველოტურის მისია მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა - ლეგენდარული ქართველი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას (გაეროს მშვიდობის დესპანი, ბუნების დაცვის ელჩი, მსოფლიო სპორტსმენი და ველომოგზაური, გინესის 14-გზის რეკორდსმენი) პროექტის გაგრძელებაა.