www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2018-05-18
შუა ხორგაში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „საქართველოს მელიორაცია“ დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა 21 მილ-ხიდი და 140 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაიწმინდება არხები.

დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მოსავლიანობა.

მიმდინარე წელს, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გეგმავს დამშრობი სისტემის აღდგენას ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ალბომი იხილეთ ფეისბუქ გვერდზე

2018-05-18
მილოცვა

თითოეულ მეთორმეტე კლასელს ვულოცავ სკოლის დამთავრებას. დღეს, თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა. მინდა გისურვოთ ლამაზი დღეების სიმრავლე, ბედნიერი მომავალი და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
სკოლაში გატარებული წლები საუკეთესო და განსაკუთრებულია, რომელიც მასწავლებლების და მშობლების თანადგომით გამოიარეთ. იმედი მაქვს, შრომისმოყვარეობითა და განათლებით ასახელებთ სკოლას, მუნიციპალიტეტს და საქართველოს, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე.
კეთილი სურვილებით,

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია