www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2018-06-08
ტრენინგი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების შესახებ კლასტერული ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრაში, მომზადებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში. საბოლოო მიზანი რეგიონულ დონეზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

2018-06-08
კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი“

8 ივნისს, „ჭადრების ხეივანში“ ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი“ გაიმართა. ხეივანში შეკრებილი მაყურებლის წინაშე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ქართული ხალხური ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით წარსდგნენ. მაყურებელს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა პედაგოგების და მოსწავლეების მიერ ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია ესწრებოდნენ.

ფოტო ალბომი ხილეთ ფეისბუქ გვერდზე