www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-02
საჯიჯაოში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
2 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ  ერთეულში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა  თამუნა სიჭინავამ და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკური“-ს  ხელმძღვანელმა გვანცა კიკალეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
  შეხვედრას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ედიშერ ფოცხორაია ესწრებოდა.
 
2018-08-02
პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის („სათეფა“) ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ხოსრუაშვილმა და ექსპერტმა გოჩა ლობჟანიძემ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიაზე, შეფასების ინდიკატორებზე და საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად განკარგვის საკითხებზე ისაუბრეს. ტრენინგს მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Facebook

2018-08-02
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

2 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართა. ხობისა (ახალსოფლის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულები) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას და ექსპლუატაციას გეგმავს. პროექტის მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ელექტროენერგიით მომარაგებაა. საჯარო განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ რეგიონალური დირექტორი გოგა თოფურია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1MURQNYJ-6kv21Rn6FidtCGO8r9o_DAgF/view

FACEBOOK