www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-13
კობა შუბითიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი (ვიდეო)

13 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სტარტი აიღო 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირის გახსნისას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ტრადიციად ქცეულ ტურნირში მონაწილეობისთვის. ფინალური შეხვედრები17 აგვისტოს, კობა შუბითიძის გარდაცვალების დღეს გაიმართება.

 

FACEBOOK