www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-15
განცხადება

ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში  შპს „გეოფიშ კომპანი“-ს თევზის გადამამუშავებელ საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის - სალექარის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის (გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჭიროების დადგენა)  განცხადება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  თევზის გადამამუშავებელ საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის-სალექარის მოწყობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გეოფიშ კომპანი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეული.

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 17 აგვისტოსი, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge

სკრინინგის ანგარიშის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:/files/files/PDF/angarishi-tevzis%20sawarmo.pdf

 

2018-08-15
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს, ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. სხდომა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ გახსნა, საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით საბჭოს თავმჯდომარედ გვანცა კიკალეიშვილი,  ხოლო საბჭოს მდივნად გიორგი გოგოხია აირჩიეს.
„ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 აგვისტოს N01-431-01 ბრძანებით შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე არჩაია, მურმან ბაბილუა, მამუკა ბუკია, გიორგი გოგოხია, გურამ კვიკვინია, გვანცა კიკალეიშვილი, ნათია სალაყაია, ნინო ქარჩავა, იგორ ქირია, ადა შელია.
 საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა. მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.