www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-22
მერმა გაღმა საჯიჯაოში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გაღმა საჯიჯაოში დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხით ხორციელდება. 22 აგვისტოს ნაპირსამაგრი სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილე ვარაზ გაბედავასთან და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 103 785, 37 ლარია, შპს „შარა-გზამშენ პირველი“ ასრულებს. ნაპირსამაგრის მოწყობის შედეგად მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და შიდა სასოფლო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.

facebook