24 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ხობის („კოლხეთი“), მარტვილის („სალხინო“), ხონის („იმერეთი“), მარტვილი („დინამო-აკადემია“), ლიას (“ენგური“), ბათუმის სასპორტო სკოლა, ფოთის („კოლხეთი“), ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოს წევრებთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები 29 აგვისტოს (ნუტის დაბადების დღეზე) გაიმართება.
შეჯიბრების ჩატარების ორგანიზატორებია საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ნუგზარ ლემონჯავას სახელობის თასით, დაჯილდოვდებიან აგრეთვე საპრიზო ადგილზე გასული გუნდები და შეჯიბრების საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში, რომელთაც გადაეცემათ პრიზები და სიგელები.