Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2018-08-30
ხობში აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა

30 აგვისტოს, ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) ინიციატივითადა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით აქცია - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა. სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მოხელეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.
ლეიკემიითა და სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის სისხლის ხშირ გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, B და C ჰეპატიტი, შიდსი, ათაშანგი, ჰემოგლობინი) უტარდება.

FACEBOOK

2018-08-30
მილოცვა

ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას! თქვენ გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს, მშობლებს და პედაგოგებს.
სტუდენტობა ეს არის საუკეთესო პერიოდი ცოდნისა და განათლების მისაღებად. სწორედ, თქვენს ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
ძვირფასო სტუდენტებო გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ სარბიელზე.

გოჩა ქაჯაია
ხობის მუნიციპალიტეტის მერი