www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2018-09-30
ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

30 სექტემბერს, ქალაქ ხობში, „ევროპის სპორტის კვირეულის“ (European Week of Sport – #Be Active) დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას  ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეჯიბრებები გაიმართა სპორტის რვა სახეობაში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.

FACEBOOK