Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2019-04-25
დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული ხობში

დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში  ხობში თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ფლეშმობი მოაწყვეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბავშვებმა   გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, წყლის და ჰაერის დაბინძურების, ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების, განახლებადი ენერგიების და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.  ახალგაზრდა მომღერლებმა გიტარაზე ქართულ და უცხო  ენაზე სიმღერები შეასრულეს.

     9 აპრილის ხეივანში საჯარო მოხელეებმა დარგეს მარადმწვანე ხეების ნერგები და დაასუფთავეს პარკის ტერიტორია. ღონისძიებებს  ხობის მაჟორიტარი  დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და  მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

Facebook

2019-04-25
სააღდგომო ნობათი ბიზნესმენისგან

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, ხობელმა ბიზნესმენმა გოდერძი ბუკიამ სააღდგომო ნობათი გამოუგზავნა. 300 ოჯახმა ბიზნესმენისგან სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტები მიიღო. სააღდგომო ნობათის დარიგება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესი დღეს დასრულდა.

Facebook