www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-14
ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ, სოფლის გაზიფიცირების პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში, 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

✔️ ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.

✔️ მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან,“ რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. „ქართუს“ თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.

✔️ მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას, ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მოსახლეს შეუძლია.

Facebook

2019-05-14
2019-5-14--44-14_pm
2019-05-14
მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, მეფუტკრეებს, მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკური მეთოდები გააცნეს. მეფუტკრეებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა წერტილოვანი შეწამვლები ტარდება. უსაფრთოების წესები დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე სადაც საფუტკრეებია განთავსებული შეწამვლითი ღონისძიებები საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია, მაშინ მოხდება. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. ფაროსანას საწინააღმდგეო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე.

Facebook