www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-23
მერმა მკლავჭიდელებს ევროპის პირველობაზე გამარჯვება მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. „გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ დიდ გამარჯვებას. თქვენ, ხობის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ხობს მდიდარი სპორტული წარსული გააჩნია და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს წარმატებებში. ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ, სპორტსმენებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში ჰქონდეთ ვარჯიშის შესაძლებლობა“-აღნიშნა სპორტსმენებთან შეხვედრაზე მერმა. საბერძნეთში გამართულ ევროპის პირველობაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ხობელმა მკლავჭიდელებმა 14 მედალი მოიპოვეს.

Facebook