www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-24
საპილოტე პროგრამის შედეგების განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საპილოტე პროექტის - „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“ შედეგების განხილვა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წლის აპრილიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე პროგრამა - „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის რგოლში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის”. პროგრამა გულისხმობს პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის ამაღლებას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროგრამა გლობალური ფონდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 2000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. მიმდინარე წელს გამოკვლევა 8500 ბენეფიციარს ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილია გამოსაკვლევი ტესტებითა და სახარჯი მასალით. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის, მერიის, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და საექიმო ამბულატორიეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენასა და მკურნალობას.

Facebook

2019-05-24
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ  ერთეულში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ, ასოციაცია „მერკურის“ ფსიქოლოგმა, იურისტმა და სოციალურმა მუშაკმა შეხვედრის მონაწილეებს  გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე,  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ჩატარდა.

Facebook