www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-26
გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში.სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
26 მაისი, ასევე არის ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის - მერაბ კოსტავას დაბადების დღე. 
სწორედ, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და ღირსეულმა მამულიშვილებმა შეგვინარჩუნეს უმთავრესი ეროვნული ფასეულობები.
ხობის მუნიციპალიტეტი ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით ხვდება. მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
 
 
გოჩა ქაჯაია
 
ხობის მუნიციპალიტეტის მერი
 
2019-05-26
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში

26 მაისს,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო პირველობის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ქალაქ ხობის გუნდმა ხამისკურის „ხამისკური“, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ქვემო ქვალონის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.

 გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ორგანიზებით განხორციელდა.
Facebook

2019-05-26
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კულტურის სახლში შეკრებილი მაყურებლის წინაშე „თბილისური კვარტეტი“,  ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ.

კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

„გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

26 მაისი, ასევე არის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის - მერაბ კოსტავას დაბადების დღე.

სწორედ, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და ღირსეულმა მამულიშვილებმა შეგვინარჩუნეს უმთავრესი ეროვნული ფასეულობები.

დღეს, ჩვენთან ობიექტური მიზეზების გამო არ იმყოფება ჩვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია. მინდა მისი სახელით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე.

მე მჯერა, ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“- აღნიშნა სიტყვით მისალმებისას მერმა.

სადღესასწაულო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.
Facebook